ჩვენ აქ საქვეყნოდ დაგვცინებენ. თუ კი არ ვიტყვით.
სიტყვებს, რომლებსაც უწოდებენ სხვები მართებულს.
ურთულესია ყოველ დილით იშვა ახლიდან,
როცა სამშობლოს ეზიზღები – დაავადებულს.
როცა ფხიზელი ესალმები უსულო ნივთებს,
მთქნარებაამტყდარ გაზაფხულში, დღეებს ნისლიანს,
ბედთან თამაში ხულიგანი ბავშვივით მითრევს.
როცა ფსალმუნებს მიკითხავდა დედა სიცხიანს,
მე დემონები მიზიდავდნენ, რომელთა შემდგომ,
გალობასავით გვიქადაგეს ამ მიწის ჭამა,
სად ერთმანეთის სისხლში უკვე ამოვისვარეთ,
და ჩავისვარეთ არაერთგზის ! ძვირფასო მამა!
- შენი ნასწავლი სადღეგრძელო მე დღესაც მახსოვს,
თქვენი ბინძური წარსულიდან, ლუდით ნათლობა,
სულაც არ მიკვირს, როცა ჩემში უყურებთ მასონს
და ვერბალური ჯვარცმისთვისაც, დიდი მადლობა !
რადგანაც ჩემში ჯვრებით ებრძვით თავისუფლებას,
მაშასადამე ებრძვით თქვენთვის წამებულ ქრისტეს.
ნებისმიერი თქვენთაგანი მიჩვეულია,
ჩაიხადოს და ნებისმიერ სისტემას მისცეს.
იმ იმედით რომ წლების შემდეგ, თქვენს ბინძურ გვამებს,
ძველ პანთეონში დამარხავენ, ჩემო და-ძმებო,
და მომავალი თაობებიც არ დაგივიწყებთ.
თქვენ ჩვენი დროის, არშემდგარო უნიტაზებო!!
Posted in ლიტერატურა | Tagged erekle deisadze | Leave a Comment »
“მიდი ჰკითხე ალისას” არის წიგნი ანონიმი ავტორისაგან, რომელიც მოგვითხრობს 15-16 წლის ნარკონამი გოგოს ცხოვრებაზე, უფრო სწორად, ეს გოგო თავად მოგვითხრობს თავის ორ დღიურში, რომელიც წიგნად გამოქვეყნდა.
წიგნი პირველად 1971 წელს გამოიცა. ყველაფერი რაც მასში წერია არის 100%-იანი სიმართლე, რომელიც 60-იანი წლების ამერიკაში მოხდა.
წიგნის მთავარი გმირის სახელი ალისა არ არის, მისი სახელი საერთოდ არ არის ნახსენები.
ეხლა რამდენიმე სიტყვით წიგნის შინაარსი:
წიგნის გმირი არის 15 წლის გოგო, რომელსდაც აქვს პრობლემები მშობლებთან, ყავს ცოტა მეგობარი და თავს საშინლად ცუდად გრძნობს. სწორედ ამ დროს ის “გაიჩენს” ახალ მეგობარს – დღიურს, სადაც ყველაფერს წერს. ზაფხულში ის მიდის ბებიასთან, სადაც ის გაიცნობს ვიღაც ბიჭს, რომელიც ტუსოვკაზე დაპატიჟებს. ამ წვეულებაზე ის შემთხვევით გასინჯავს მჟავას.. და მერე სხვა რაღაცებსაც ![]()
ამის შემდეგ ის სახლიდან გაიქცევა, დაბრუნდება და თავს დაანებებს, კიდე გაიქცევა და კიდე დაანებებს, შემთხვევით კიდე გასინჯავს და სულით ავადმყოფთა საავადმყოფოში ამოყოფს თავს..
მოკლედ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შეუძლებელია ნარკოტიკის გასინჯვა მოგინდეს..
წიგნს სახელი დაერქვა სამოციანების როკ ჯგუფის Jefferson Airplane-ის სიმღწერის White Rabbit-ის “მიხედვით”. სიმღერა არის ნარკოტიკსა და ლუის კეროლის ნოველაზე “ალისა საოცრებათა ვეყანაში”. სიმღერაში არის სიტყვები: Go Ask Alice..
წიგნის მთავარი გმირი კაიფის დროს დღიურში წერს: “feels like Alice in Wonderland” და “maybe Lewis G. Caroll was on drugs too”
Posted in ვირთხოლოგია, ლიტერატურა | 5 Comments »
ტიმ ვოქერი დაიბადა ინგლისში, 70 წელს. ფოტოგრაფიისადმი ინტერესი გაუჩნდა მაშინ, როდესაც ის მუშაობდა სესილ ბეატონთან (ფოტოგრაფი და მხატვარი (ფილმებში და თეატრში)).
ჰოდა მერე გადაწყვიტა უნივერსიტეტში შეესწავლა ფოტოგრაფია და შედეგმა არ დააყოვნა.. მალე მან აიღო 3 ადგილი დამწყებ ფოტოგრაფებს შორის. ამან მას დიდი წინსვლა მოუტანა.
მან თავდაპირველად პორტრეტების და დოკუმენტური სურათების გადაღებას მიჰყო ხელი, მარა მალე მოდას დაუახლოვდა. მას უმუშავია ვოგთან (ბრიტანულთან და იტალიურთან), W-სთან, Harper’s Bazaar-თან, Vanity Fair-თან. მან ასევე იმუშავა დიორისთან, Shiatzy Chen-თან (იაპონური მოდის სახლი), იოჯი იამამოტოსთან (იაპონელი დიზაინერი), Comme des Garçons-თან (იაპონური მოდის სახლი).
პირველი პერსონალური გამოფენა 2008 წლის გაზაფხულზე მოაწყო, “დიზაინ მუზეუმში” (ლონდონი). მას შემდეგ ის ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოგრაფად ითვლება..
სურათებს რომ ნახავთ მიხვდებით კიდევაც, რატომ :X

მეორე ტიმი (ესეც გენისი) და ჰელენა :X
ეჰ.. მართლაც რომ დამსეტყვე ცაო !
Posted in Art, Fashion Is My Passion | Tagged Art, fashion, helena carter, photography, tim burton, tim walker | 2 Comments »
* არსებობს გამონათქვამი “გემოვნებაზე არ დაობენ”, მაგრამ ყველაზე მეტს გემოვნებაზე დაობენ..
* როკი სატანისტურია, მაგრამ ბითლზი და ქვინი მაინც მაგარია..
* ბიჭს გრძელი თმა თუ აქ პიდარასტია, მაგრამ ქუდი დეზლურად თუ ახურავს, ცოტა მოხრილია და ცხვირზე ხელს ისმევს.. მერე რა ჩემიი, კაი ბიჭია..
* კაცს სექსი მხოლოდ ბოზებთან აქვს.. ცოლს ხო არ აკადრებს, ტი შტო..
* ცოლ-ქმარს ყავს იმდენ შვილი, რამდენჯერაც სექსი ჰქონდათ..
* სხვას რომ შეაგინო დანას გაგიყრის, მაგრამ თავის თავს დღეში ათჯერ აგინებს..
* გოგოს ტატუ თუ აქვს ბოზია..
* ყველას უყვარს გალაკტიონი და ყველა გალაქტიონს ეძახის..
* გონიათ რომ რუსი და უკრაინელი ქალები ქართველებთან სექსსზე ოცნებობენ..
* Playboy-ს პროექტი წარუმატებელია, სამაგიეროდ შავთეთრი პორნო-ჟურნალები ყვავიან..
* მათხოვარმა შეიძლება ისე გთხოვოს დახმარება, რომ მორალური დარტყმა მიიღო..
* მათხოვარი შეგაგინებს, იმის გამო რომ ნახევრად ნაჭამი ხაჭაპური მიეცი..
* ყველა წუწუნებს, რომ თბილისი ბინძურია, მაგრამ ნაგავს ყველა ყრის.. აბა იმ ბუნკერში ხო არ ჩააგდებენ, ყოველ ნაბიჯში რომ დგას..
* სტადიონზე რომ წახვალ გინებას ისწავლი..
* არსებობენ ადამიანები, რომლების არიან ყველაზე სათნო რელიგიის წარმომადგენლები, ქუჩაში მუშტებს იქნევენ..
* ძალით დეპრესიულობა მოდაშია..
* ინფორმატიკის გაკვეთილზე მოსწავლე ასწავლის მასწავლებელს..
* ხალხს პროგრესის ეშინია..
* არსებობენ ადამიანები, რომლების მხოლოდ ახალი წლისთვის და თავიანთი დაბადების დღისთვის ბანაობენ.. და შეიძლება სააღდგომოდ..
* ფორუმებზე ხალხი გრამატიკულ შეცდომებზე ნადირობს, მერე რომ შეგისწოროს და თავად მაგარი ტიპი გამოჩნდეს..
* არსებობს ღირსების ორდენი, რომელსაც ფასი არ აქვს..
* მოხუცმა იცის თავისი მეზობლის ბიძაშვილის მეგობრის შეყვარებული სახლიდან რომელ საათზე გავიდა..
* არსებობენ ადამიანები, რომელთაც პრეტენზია აქვთ ინტელექტუალურობაზე და სვამენ კითხვას: პაოლო კოელიო მომღერალია?
* თავის გალამაზებნის მიზნით ხმარობენ კოსმეტიკას, რომლითაც თავს იმახინჯებენ..
Posted in ვირთხოლოგია | 4 Comments »
Emilie Autumn – ეს არის არსება, რომელიც მღერის გენიალურად, გენიალურად უკრავს ვიოლინოზე, წერს გენიალურ ლექსებსა და ლირიკებს, დგამს გენიალურ შოუს, აქვს გენიალური ფეხები.. მოკლედ ეს არის ერთი დიდი გენიალურობა.. The Queen of The Asylum
ემილი დაიბადა 79 წლის 22 სექტემბერს, მალიბუში (კალიფორნიის შტატი). 4 წლის იყო ვიოლინოზე დაკვრის სწავლა რომ დაიწყო. კონსერვატორიაში სწავლობდა, ოღონდ დირიჟორობას, კომპოზიტორობას და მუსიკის ისტორიას, მარა მოგვიანებით მუსიკაში გადაინაცვლა. გრძელი ვარდისფერი თმის გამო მისი გაგდება უნდოდათ, მაგრამ მისმა ნიჭმა გაჭრა და არ გააგდეს.. მაგრამ მოგვიანებით თავად დატოვა კონსერვატორია.. როგორც თავად ხსნის, ის არ ეთანხმებოდა პედაგოგების და დანარჩენების შეხედულებებს კლასიკურ მუსიკასა და მის ინდივიდუალურობაზე.
ემილი თვრამეტი წლის იყო, როდესაც შედგა მისი დებიუტი. მან გამოუშვა ალბომი “On A Day..”, რომელშიც ის უკრავდა კლასიკურ ვიოლინოზე.
2003 წელს EA-მ გამოუშვა ახალი ალბომი “Enchant”.. ის კლასიკას აღარ უკრავს. მისი მუსიკა კელტური ფოლკის, ელექტრონიკის და კლასიკის ნაზავია.. და ამ ყველაფერს ემატება მისი გენიალური ხმა..
2005-ში დამოუშვა აუდიო წიგნი “Your Sugar Sits Untouched”, რომელშიც შესულია 46 ლექსი..
ამ დროს ემილის თავში ხდება სერიოზული გარდატეხა. მასზე დიდ გავლენას ახდენს შექსპირი და ვიქტორიანიზმი. მის მუსიკას ემატება უცნაური ელექტრობული ჟღერადობა, ტექსტები კი უფრო ფემინისტური და სისხლიანი გახდა.. და 2006 წელს გამოვიდა ემილის საუკეთესო ალბომი “Opheliac”..
ემილი აღარ არის საკალელი გოგონა, ის არის ბინძური ვიქტორიანელი, რომლის იდეალიც არის ოფელია (ჰამლეტი, შექსპირი). ის სცენაზე დგამს გენიალურ შოუს “Bloody Crampets”-თან ერთად. ემილის ყავს 4 ქრამფეთი:
Captain Maggot
Naughty Veronica
The Blessed Contessa
Aprella
ისინი ემილისთან ერთად დგამენ გენიალურ შოუს. ძაან მაგარ რაღაცებს აკეთებენ ხოლმე. დგამენ ცეცხლოვან წარმოდგენებს, აპრელა ბალეტს ცეკვავს საკალლად და ა.შ. ისინი კონცერტზე დგამენ თეატრალიზებულ შოუს, რომელსაც Asylum-ს ანუ საგიჟეთს უწოდებენ… ისინი სიმღერას ყოველთვის უკეთებენ შესავალს. მაგალითად, ერთხელ კონტესამ წაიკითხა “მამაო ჩვენო” და დაიწყეს სიმღერა “God Help Me”..
ემილიმ თავის ფანებს უწოდა Plague Rats ხოლო თავად არის Queen of the Plague Rats.. ის ქალაქიდან ქალაქში დადის, შავ ჭირს ავრცელებს და თავის ფანებს მოწოდებს: The Plague: Get it. Feed it. Spread it. Sluts.
ემილის დიზაინით ნაწამები დათუნია
ემილი და ცელქი ვერონიკა
ემილი ლექსის კითხვისას
და დაიმახსოვრე: It is much easier to get into the Asylum than it is to get out…
Posted in მუსიკა | 2 Comments »
დაიბადა 69 წლის 16 იანვარს, სტოკჰოლმში..
უყვარდა სიმღერების ტექსტების წერა და ხატვა. საყვარელი ფილმი იყო “Cannibal Ferox”. დაინტერესებული იყო ადამიანების ფსიქოლოგიით. უყვარდა საკუთარი თავის დასახიჩრება, ყველაფრით რაც ჭრიდა. დაინტერესებულოი იყო ოკულტიზმით, შუასაუკუნოვანი მითოლოგიით და ეგეთი რაღაცეებით. ადამიანებიდან ყველაზე მეტად უყვარდა მეიჰემის დანარჩენი წევრები: ჰელჰამერი, ნეკრობაჩერი.
ვერ იტანდა კატებს. გავრცელდა ჭორი რომ ერთხელ გაეკიდა ქუჩაში რო მოეკლა. ნამდვილი ბლექის გარდა ყველაფერი ეზიზღებოდა. არ ევასებოდა ევრონიმუსი, ერთხელ დაჭრა. არ ევასებოდა ქრისტიანები და პოზერები))
უსმენდა ვენომს, ბათორის, კელტიკ Fროსტ-ს. ნუ ძირითადად სატანისტური ბენდები.
პატარაობისას გაყინულ წყალში ჩავარდა. ამის მერე თვალში ცოტა დააკლდა და გახდა სიკვდილისკენ მიდრეკილი. საავადმყოფოში გარკვეული დრო მკვდარი ეგონათ და როგორც თავად ამბობს დაინახა სინათლე გვირაბის ბოლოს(ვიცი, ბანალურად ჟღერს) და ესმოდა უცნაური მუსიკა. სწორედ ამ ამბის შემდეგ გახდა სიკვდილისკენ მიდრეკილი. ამ დროს 10 წლის იყო.
ლაივებზე ძალიან გიჟურად იქცეოდა. ერთ ლაივზე ისე დაისახიჩრა თავი რო საავადმყოფოში გახდა წასაყვანი.
როდესაც მეიჰემი შეიქმნა დედი, ევრო და ჰელჰამერი სადღაც გადაკარგულში გადავიდნენ საცხოვრებლად.
დედი თავის ტანსაცმელს მიწაში ფლობდა და კონცერტებზე იცმევდა. ტალახიანი და მატლებით “აღჭურვილი” ტანსაცმლით სიკვდილთან მიახლოებას ცდილობდა. ძირითადა სულ ერთიდაიგივე ეცვა ხოლმე(არსებობე მოსაზრება რო მეტი არც ქონდა).
ლაივებზე ღორის თავს ისროდა ხოლმე აქეთიქით.
როგორც უკვე ავღნიშნე, დედი პოზერებს ვერ იტანდა და ლაივებზე დიდხანს არ აჩერებდა მათ. ასე ვთქვათ ტესტს უტარებდა. ხალხრ სისხლს, ღორის თავს და ეგეთ რაღაცეებს ესროდა და პოზერი დაახვევდა რა..
ის დიდი ხნით შიმშილობდა ხოლმე, ავადმყოფურად გამხდარი რო ყოფილიყო.
დედი ბლექს თვლიდა ესთადერთ ნამდვილ მუსიკალურ მიმდინარეობად.
დედმა თავი მოიკლა 91 წელს, 8 აპრილს. ვენები გადაიჭრა დანით და თავში ისროლა ევროს იარაღიდან. ეცვა მაიკა რომელზეც ეწერა “I Love Transylvania”. მკვდარი პირველმა ევრომ ნახა და გადაუღო სურათი რომელიც არის “down of the black hearts”-ს ქავერი.

გავრცელდა ჭორები რო ევრონიმუსმა მისი ტვინი შეჭამა, სისულელეა. კიდე ამბობენ რო ევრომ მისი თავის ქალის ნატეხით ყელსაბამი გაიკეთა. დედის გარეშე მეიჰემი არ იარსებედა, გაბედეთ და შემედავეთ
წარწერა “Live in Leipzig” ქავერზე: “I am not a human. This is only a dream, and soon I will awake. It was too cold and the blood froze all the time”
სუისაიდ ნოუტი: “Excuse all the blood”
დედის საფლავი
მაკიაჟის გარეშე. საკალელი
Posted in მუსიკა | 1 Comment »













































